დიმიტრი ხუნდაძე - პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის განხილვა თუ ისევ მოხდება, კვლავ არ დავუჭერ მხარს
დიმიტრი ხუნდაძე - პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის განხილვა თუ ისევ მოხდება, კვლავ არ დავუჭერ მხარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტის განხილვა ისევ მოხდება, მხარს კვლავ არ დაუჭერს.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, პარლამენტში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შედეგია ის, რაც არის.

„დღეს არსებული წესით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. თუ კონსტიტუციური პროექტი შემოვა და კენჭისყრაზე დადგება, ჩემი რეაქცია იგივე იქნება. მხარს ისევ არ დავუჭერ. თქვენ ნახეთ, რა შანსი აქვს შერეულ სისტემას და პროპორციულ სისტემას, რომელიც არის ერთი ჯგუფის მოთხოვნა და არა მთელი პარლამენტისა და საზოგადოების“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე 101 მომხრე ხმით 3-ის წინააღმდეგ კენჭისყრაზე გუშინ ჩავარდა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც ითვალისწინებს 73 მაჟორიტარი და პროპორციული სიით 77 დეპუტატის არჩევას. არჩევნები კი, სამპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში ჩატარდება.