დიმიტრი ხუნდაძე – პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა, ყაველაშვილი იქნება მთავარი გარანტორი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს

17:02, 28.11.2024

პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევისას შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა. ყაველაშვილი იქნება მთავარი გარანტორი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხუნდაძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის სამიზნეა ყველა და ყველაფერი, რაც კი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“.

„მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ია-ვარდად რომ არ დაეფინებიან, ეს გასაგებია, მაგრამ მთავარია, რომ მესამე შეცდომა აღარ დავუშვით პრეზიდენტის კანდიდატის შერჩევისას. ამ მიმართულებით შეცდომის დაშვება აღარ შეიძლებოდა – პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული და მთავარი გარანტორი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი