დიმიტრი ხუნდაძე - პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ქვეყნის ინტერესები
დიმიტრი ხუნდაძე - პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ქვეყნის ინტერესები

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება და უშუალოდ საკოორდინაციო საბჭო იძლევა.

ხუნდაძის თქმით, ქვეყანა პრეკრიზისულ ფაზაში იმყოფება და ახლა ყველა რეკომენდაციის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, იზრდება, როგორც დაინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რიცხვი. საქართველოში ვითარება შედარებით მაუბუქია. ეს ძალიან დიდი შრომისა და დიდი ფინანსური დანახარჯების წყალობით. შეკავების ფაზა ჩვენ წარმატებით გავიარეთ, ახლა ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში და კრიზისულის მიჯნაზე ვართ. ასე რომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა სწორად და ადექვატურად იყოს შეფასებული და გამოგიტყდებით, რომ ამის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება კატასტროფული დადგეს. ამიტომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი ვითარება და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ხელისუფკება და უშუალოდ, საკოორდინაციო საბჭო იძლევა. მოგიწედობთ ყველას, რომ ვიყოთ ერთიანი, ვიყოთ ადექვატური, მობილიზებული და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და ამასთან დავიცვათ საკუთარი ქვეყნის ინტერესები“ , – განაცხადა ხუნდაძემ.