დიმიტრი ხუნდაძე - პირმა დანაშაული თუ ჩაიდინა, სამართალი ვერ შეჩერდება
დიმიტრი ხუნდაძე - პირმა დანაშაული თუ ჩაიდინა, სამართალი ვერ შეჩერდება

პირმა დანაშაული თუ ჩაიდინა, სამართალი ვერ შეჩერდება, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზოციური პარტიების ერთობლივ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა. ოპოზიციურმა პარტიებმა გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

ხუნდაძის თქმით, სამართლის ვადის დაწესება სწორი არ არის.

„ქართული ოცნება“ არის იმ მიზნით, რომ ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმება ბოლომდე იქნას მიღწეული, მაგრამ სამართლის ვადის დაწესება, რომ რაღაც დროში შეჩერდეს და ის იყოს არჩევნებთან დაკავშირებული, ეს არ არის სწორი. თუ კი პირმა დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად პერიოდისა, ეს იქნება საარჩევნო პერიოდი თუ არასაარჩევნო, რა თქმა უნდა, სამართალი ვერ შეჩერდება. ამიტომ, ამ შეთანხმებას მხარს დავუჭერთ, რომ იქნება ახალი საარჩევნო ფორმულით და ჩემი პირადი ხმაც ამ კანონპროექტს ექნება პოზიტიურ ჭრილში“,- განაცხადა ხუნდაძემ.