დიმიტრი ხუნდაძე – პაველ ჰერჩინსკი საქართველოში სიმშვიდეს აზიანებს, ხოლო დასავლეთისთვის – დასავლეთის რეპუტაციას, მისი განცხადება უარგუმენტოა და ემსახურება მხოლოდ ქვეყნის შიგნით დესტრუქციას
სამწუხაროდ, ჰერჩინსკი საქართველოში სიმშვიდეს აზიანებს, ხოლო დასავლეთისთვის – დასავლეთის რეპუტაციას, რადგან მისი განცხადება უარგუმენტოა და ემსახურება მხოლოდ ქვეყნის შიგნით დესტრუქციას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ჰერჩინსკის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა.
„საარჩევნო პროცესში, გვახსოვს, მისი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებსა და საარჩევნო პროცესებში ჩარევა. ეს სამწუხარო პროცესია, მაგრამ მეტი გონიერება გვმართებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.