დიმიტრი ხუნდაძე - პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს
დიმიტრი ხუნდაძე - პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს

უმრავლესობის შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციის საკითხი იქნა გაჟღერებული, მაგრამ კონკრეტული დეტალები იქ არ განხილულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს.

„პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ეს იყოს ეროვნული მუზეუმი და ეროვნული სიბრძნის დემონსტრირების ადგილი და არა ვთქვათ, პრეზიდენტის, დღევანდელის თუ მომავალში არსებულის სასახლე.  ეს იდეა წარმოიშვა. შედგა ჯგუფი,რომელიც გაუწევს კოორდინაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ უნდა განვითარდეს და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს აღნიშნული იდეა. კონკრეტული იდეის ავტორი ასე გამოკვეთილი არ არის. ეს არის ჯგუფის იდეა, რომელსაც ჩანს, რომ რეალური განვითარება ექნება“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.