დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად გადაავადა მოსამართლეების საკითხი 
დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად გადაავადა მოსამართლეების საკითხი 

ზოგჯერ რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება, რა დამთავრდება, რა როგორ გაგრძელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტების კითხვას, გარიცხავენ თუ არა ეკა ბესელიას პარტიიდან.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, პოლიტიკა არის სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი პროცესია.

„კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, საზოგადოებაში შეიტანონ ნათელი და არა პრივატიზაცია მოახდინონ კონკრეტული თემის, მაგალითად სასამართლოსი, ეს არის ყველას სატკივარი და საზრუნავი. პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გარკვეულწილად გადავადდა ეს საკითხი იმ პირობით, რომ შეიმუშავებს კრიტერიუმებს, გვეცოდინება წესები, თუ ვინ როგორ უნდა ავირჩიოთ. წარმოდგენილ სიაში ზოგი ჩემთვის ასევე მიუღებელია, ზოგი მისაღებია, ზოგჯერ მჭირდება დამატებითი ინფორმაცია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო. მთავარია, კრიტერიუმები სწორად დადგინდეს და გაგვიადვილდება გავთავისუფლდეთ პირადი განწყობებისგან და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.