დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წინააღმდეგობაში იქნება მათივე ამომრჩევლის გადაწყვეტილებასთან
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წინააღმდეგობაში იქნება მათივე ამომრჩევლის გადაწყვეტილებასთან

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წინააღმდეგობაში იქნება მათივე ამომრჩევლის გადაწყვეტილებასთან.

როგორც ჟურნალისტებს ხუნდაძემ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან მანდატების შეწყვეტაზე საუბარი არის მათი დესტრუქციული თამაშის ნაწილი.

„ვფიქრობ, რომ ეს არ უწყობს ხელს შეთანხმებას. ამიტომ მათ ყველაფერი უნდა მოიფიქრონ იმისთვის, რომ შეუთანხმებლობა შეთანხმებით დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება. საკუთარ პარტიულ ინტერესებს არ უნდა ანაცვალონ არც ერთი და არც მეორე. ვფიქრობ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა წინააღმდეგობაში იქნება სწორედ მათივე ამომრჩევლის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი მათივე ხმების წყალობით იმ კონფიგურაციით შემოსულიყვნენ პარლამენტში, რა შედეგიც დაიდო საპარლამენტო არჩევნებზე”, – განაცხადა ხუნდაძემ.