დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პოლიტიკურ სარგებელზე რაც არ გადის, არ აინტერესებთ არც სამართლებრივი და პოლიტიკური განცხადებები, არც საზოგადოების პოზიცია
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პოლიტიკურ სარგებელზე რაც არ გადის, არ აინტერესებთ არც სამართლებრივი და პოლიტიკური განცხადებები, არც საზოგადოების პოზიცია

ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პოლიტიკურ სარგებელზე რაც არ გადის, არ აინტერესებთ არც სამართლებრივი და პოლიტიკური განცხადებები, არც საზოგადოების პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ სკოლებში ბულინგი შეიტანა, რათა ბავშვები ქუჩაში გამოვიდნენ.

„ოპოზიციისა და, სამწუხაროდ, მათი მხარდამჭერების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი ადამიანების ბულინგი, შეურაცხყოფა და თავდასხმაა. ის, რაც მათ პოლიტიკურ სარგებელზე არ გადის, არ აინტერესებთ – არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური განცხადებები, არც საზოგადოების პოზიცია. ისინი ადამიანებს თავს ესხმიან, შეურაცხყოფასა და ბულინგზე გადადიან. ხედავთ, რომ ბულინგი სკოლებში შეიტანეს, რათა ბავშვები ქუჩაში გამოვიდნენ. ეს დაუშვებელო და სახიფათოა. ეს ყველაფერი ოპოზიციის სახეს უფრო ნათლად წარმოადგენს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.