დიმიტრი ხუნდაძე - მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის მოესწრება
დიმიტრი ხუნდაძე - მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის მოესწრება

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის მოესწრება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საზოგადოებისგან დაკვეთა თუ იქნება, დეპუტატები მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ და მხარს დაუჭერენ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებების ინიცირებისთვის 76 ხმის მოგროვება არარეალურია. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ მეორე ალტერნატიული გზა, ანუ ინიცირებისთვის საჭიროა 200 000 მხარდამჭერის ხელმოწერა. მაშინ უკვე ხდება ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. საზოგადოებაში თემას კიდევ უფრო აქტუალურს გავხდით. როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი მოითხოვს მაჟორიტარულ სისტემას, დეპუტატები კარგი გაგებით, იძულებულები გახდებიან, გაითვალისწინონ მოსახლეობის აზრი და მხარი დაუჭირონ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ჩემი აზრით, 2020 წლისთვის ეს ცვლილებები მოესწრება. საზოგადოება და არასამთავრობოების ერთი ნაწილი, რომელიც თავის თავს ხატავს, თითქოსდა მთელი საზოგადოება ითხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ეს სწორი არ არის. გამოკითხვები იმის შესახებ, სადაც ვლინდება, რომ მოქალაქეებმა არ იციან ვინ არის მათი მაჟორიტარი. ეს ზოგჯერ რეალობა, მაგრამ ხშირად შავი პიარის ნაწილია, რათა საზოგადოებაში მაჟორიტარების დისკრედიტაცია მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.