დიმიტრი ხუნდაძე - მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ
დიმიტრი ხუნდაძე - მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ

მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით ექიმთა ჯგუფი შეიქმნა.

ხუნდაძის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააკვირდება პროცესს.

„მთავარია, მოხდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მისი უფლებრივი მდგომარეობა იყოს საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ. დღეს გავიარეთ ტექნიკური საკითხები. ჯგუფის შემადგენლობა მსჯავრდებულს წარედგინება, მისი თანხმობის შემთხვევაში კი, ისინი ჩაერთვებიან კლინიკური კვლევის პროცესში და განახორციელებენ მონიტორინგს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, მულტიფუნქციური ჯგუფი დღეს შეიქმნა.

დატოვე კომენტარი