დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია
დიმიტრი ხუნდაძე - მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი აღმოჩდა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები გამჭვირვალე იქნება.

„ახლა ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს შეთანხმებები. მოლოდინი იყო, რომ „ქართული ოცნება“ რთული საკითხებიდან გამოსავალს ტოვებს და ეს გამოსავალი საზოგადოების მოთხოვნასთან თანხვედრაში იქნება. შევთანხმდით, რომ შერჩევის კრიტერიუმები  გამჭვირვალე იქნება. დეპუტატებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პოზიცია გუნდური ვალდებულებების გარეშე დააფიქსირონ“, – განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ პროცესი გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დღეს მეორე დღეა, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებზე მსჯელობენ.