დიმიტრი ხუნდაძე - მოსახლეობის უმრავლესობა წესებს იცავს, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებზე, რომლებიც მუდმივად ვითარების დამძიმებას ცდილობენ
დიმიტრი ხუნდაძე - მოსახლეობის უმრავლესობა წესებს იცავს, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებზე, რომლებიც მუდმივად ვითარების დამძიმებას ცდილობენ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ბრძოლისას რთული გზა გაიარა. როგორც ხუნდაძე ამბობს, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებისა, თვითკმაყოფილების განცდა არ უნდა გაჩნდეს, რადგან წინ კიდევ გამოწვევებია.

„შევუერთდები მადლობაში ბატონ არჩილს ექიმების მისამართით. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ და ვფიქრობ, დრო კიდევ უფრო უკეთ შეაფსაებს. თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც საქარველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველომ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, ძალიან რთული გზა გაიარა, თუმცა წინ კიდევ არის გამოწვევები. საწყის ეტაპზე, გვქონდა ყველასგან გამორჩეული, პოზიტიური ეპიდსურათი და ასევე იყო პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი მაღალი შიდა გავრცელება დაფიქსირდა ქვეყანაში, ვგულისხმობ, წინასწარ პროგნოზირებად შესაძლო მეორე-მესამე ტალღას, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში რეალობად იქცა.

პანდემიის გამოცხადებამდე შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით დღემდე მოქმედებს და მართავს ძალიან რთულ პორცესს. უწყების ხელმძღვანელები, ეპიდემიოლოგები, ექიმები, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, პოლიციელები, სახმედროები და სხვები აქტიურად არიან ჩართული კრიზისის მართვაში. პანდემიის დასაწყისში ნაკლები იყო ცოდნა, გამოცდილება და შესაბამისად, მეტი იყო უარესის მოლოდინი. დღეს გამოცდილება გამორჩეულად დიდია, მაგრამ თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს, რადგან გამოწვევა ბოლომდე მისაყვანია და ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამასთან, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ოპონენტების განცხადებების მიუხედავად, რომ  ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა, სინამდვილეში, ყველაზე რთულ დროსაც კი არც ერთი პაციენტი სამედიცინო დახმარების გაწევის გარეშე არ დარჩენილა. ხუნდაძის თქმით, რომ არა პროცესის თანმიმდევრული მართვა, დანაკარგი უფრო მეტი იქნებოდა.

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბრისას ხუნდაძემ განმარტა, რომ დღეს მსოფლიო, მათ შორის საქართველო „კოვიდ 19“-თან ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის- შექმნილია ვაქცინა და ახლა სწორედ ვაქცინაციის პროცესის მართვაა საჭირო.

„მიუხედავად ჩვენი ოპონენტების მუდმივი ძახილისა, რომ ჯანდაცვის სისტემა ჩამოიშალა, რაც მათი მხრიდან უარესის სურვილით იყო განპირობებული, მაქსიმალური გადატვირთულობის დროსაც, მხოლოდ ხარვეზები თუ ფიქსირდებოდა და არც ერთი მოქალაქე, პაციენტი მკურანლობის გარეშე არ დარჩენილა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ხარვეზები იყო, შესაძლოა შეცდომებიც, თუმცა ამ რთულ პერიოდში ამის გარეშე ვერ იქნებოდა. არც ერთი შემთხვევა უყურადღებოდ არ დარჩენილა და საკოორდინაციო საბჭო მუდმივად ცდილობს, ხარვეზები აღმოფხვრას. თუმცა ზიანის გარეშე მაინც ვერ შევძელით.

ასევე ზიანის გარეშე ვერ შეძლო მეტი ფინანსების და რესურსების მქონე უფრო ძლიერმა ქვეყნებმა. ეს პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ რომ არა პროცესის თანმიმდევრული მართვა, დანაკარგი უფრო მეტი იქნებოდა.

საზოგადოების დამყოლობაზე, არ შემიძლია, პოზიტიურად არ ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მძიმედ აწვება თითეულ მათგანს და მათ საქმიანობას, წესებს, რეკომენდაციებს უმრავლესობა იცავს, ამისათვის მადლობა მათ. რასაც ვერ ვიტყვი იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ისედაც რთული ვითარება მეტად დაამძიმონ. ხშირად მოუწოდებენ ქუჩაში გამოვიდნენ და დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ, რაც პანდემიის მართვის არც ერთ წესს არ ესადაგება. პირიქით, ცდება და რისკის ქვეშ აყენებს საზოგადეობის ჯანმრთელობას. ისინი ამას, ვფიქრობ, სრულიად შეგნებულად აკეთებენ. დღეს მსოფლიო, მათ შორის საქართველო „კოვიდ 19“-თან ბრძოლის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. შექმნილია ვაქცინა, საჭიროა ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვა. ჩვენს ქვეყანაში შემუშავებულაი ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია ინფრასტრუქტურა, შერჩეულია კლინიკები, გადამზადებულია მედპერსონალი, საკანონმდებლო დონეზეც ყველა შესაძლო რისკი გადაზღვეულია, რომ მოქალაქეების როგორც ჯანმრთელობა, ისე მათი უფლებრივი მდგომარეობა იყოს დაცული. ვაქცინების პირველი ეტაპი ქვეყანაში შემოვა მიმდინარე თვის ბოლოს და პირველ რიგში, აიცრება მედპერსონალი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ზონაში მუშობს და ისინი იცავენ თითეული ჩვენთაგანის ჯანმრთელობას. გვრჩება ერთი რამ, საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, რომ მოქალაქეებში უსაფუძლო შიში არ გაჩნდეს და რეალურად შეფასდეს ის რისკები, რაც გამორჩეულად დიდია ვაქცინაციის გარეშე. საზოგადოების ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინირებას, შეზღუდვების უფრო სწაფად მოხსნას და ქვეყნის განვითარების უსწრაფეს რეაბილიტაციას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.