დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთის ჯვრის მონასტრის გამოკეტვა ცუდი გადაწყვეტილება იყო და სასიამოვნოა, რომ ის გაიხსნა
დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთის ჯვრის მონასტრის გამოკეტვა ცუდი გადაწყვეტილება იყო და სასიამოვნოა, რომ ის გაიხსნა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მცხეთის ჯვრის მონასტრის გამოკეტვა ცუდი გადაწყვეტილება იყო და სასიამოვნოა, რომ ის გაიხსნა.

„ბოლოს მიღებული ინფორმაცია სასიამოვნოა, რომ ჯვრის მონასტრის კარი გაიხსნა. ტაძრის დაკეტვა პრობლემის მოგვარების მიუღებელი ფორმა იყო. არსებული პრობლემის მოგვარების მიზეზი არის მორატორიუმი, რომელიც თავისი შინაარსით გავს მონასტრის გამოკეტვას. ამიტომ, სასულიერო პირებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი არის მორატორიუმი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მორატორიუმის წესების შეცვლა, მთავრობაში ამის მზაობა არსებობს.

მორატორიუმის ფარგლებში პრაქტიკულად ყველაფერი შეჩერებულია, გარდა სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ამიტომ, სხვა პრობლემებთან ერთად ვერ გვარდება გარევაჭრობის პრობლემა. იმისათვის, რომ მორატორიუმის წესები სწორად შემუშავდეს და პრაქტიკულად ქალაქს დღემდე დადებული ბოქლომი მოეხსნას, ამის მზაობა არსებობს.

მცხეთის მერიას ჰქონდა მცდელობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ფარდულები დაედგა, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა ჯვრის მონასტრის მოძღვარმა, რადგან ისინი პრობლემის მოგვარებას მოვაჭრეების გაყრაში ხედავენ, რაც მიუღებელია და მათ საუკეთესო გამოსავალი ნახეს მონასტრის გამოკეტვაში, რაც აქამდე არც მინახავს და არც მსმენია, ეს არის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა.

დატოვე კომენტარი