დიმიტრი ხუნდაძე - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რა პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ვიწროპარტიული სარგებლის მოლოდინი აქვთ
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რა განწყობა და რა პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მათ მხოლოდ ვიწროპარტიული სარგებლის მოლოდინი აქვთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ოპოზიციის ლიდერები ევროპას იმის გამო სტუმრობდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.
„თითქოს ამას ხელისუფლებას აბრალებდნენ, მაგრამ შემდეგ ხელი საკუთარ ლიდერებს დაადეს. მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე სწორედ ამ მიზნით სტუმრობდნენ ევროპას, რომ საქართველოსთვის მოლაპარაკება არ გაეხსნათ. ახლა უკვე იმას ითხოვენ, რომ არჩევნები არ იყოს აღიარებული, რომელიც ეუთო/ოდირმა აღიარა. ეს ხალხი მხოლოდ პარტიული ინტერესებით არის დაკავებული და იმით, რომ დაკვეთები შეასრულონ“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.