დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებს
დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, წინა კენჭისყრისგან განსხვავებით, მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

წინანდელისგან განსხვავებით, მაჟორიტარებისგან სიურპრიზს არ უნდა ელოდოთ, რამდენიმე მიზეზის გამო, რომ ჩვენი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი დაკმაყოფილებულია. ერთი ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, მაჟორიტარების ნაწილი იქნება შენარჩუნებული, მართალია, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული. მეორე ჩვენი მოთხოვნა იყო, შესაძლო ვადამდელი არჩევნები ჩატარდება არა პროპორციული სისტემით, არამედ იმ სისტემით, რომელსაც ახლა მივიღებთ. იმედი მაქვს, საკმარისი ხმები იქნება, მაგრამ ხმათა რაოდენობას, ის იქნება საკმარისი თუ არა, ვნახავთ მას შემდეგ, რაც ჩატარდება კენჭისყრა. დამოუკიდებელ დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე ველოდებით, რომ ისინი მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.