დიმიტრი ხუნდაძე - ფოთის ჰოსპიტალი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს, როგორც კოვიდკლინიკა
დიმიტრი ხუნდაძე - ფოთის ჰოსპიტალი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს, როგორც კოვიდკლინიკა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში მივიდა. მან ექიმებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ხუნდაძის თქმით, კლინიკაში კარგი ვითარებაა, მხოლოდ რეზერვების შევსების პრობლემა არსებობს.

„მაგრამ ეს პრობლემაც არ არის, რადგან ჩვენ დავეხმარებით შესაბამისი რესურსებით, რათა დაცული იყოს პერსონალი – სადეზინფექციო საშუალებებით, ეკიპირებით, დამცავი პირბადეებითა თუ სათვალეებით. კლინიკა მზად არის ნებისმიერი სცენარის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს კლინიკა არის მეორე დაცვის ზოლის სცენარში აქტიური მონაწილე. თუკი პაციენტთა რაოდენობა 300-ს გადაცდება, მაშინ ეს კლინიკა ერთვება, როგორც კოვიდკლინიკა და აქ პერსონალის დატრენინგება, მათი კვალიფიციური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კლინიკა როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული რესურსებით, შესაბამისობაშია, რომ ეს ვალდებულება აიღოს საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.