დიმიტრი ხუნდაძე - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი შეიძლება შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად
საქართველოში ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტი, რომელიც უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიძლება შეფასდეს ლეგიტიმაციის აღიარების ხაზად, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ბევრი და სურდათ, ამ მიმართულებით წასულიყო ქვეყანაში პროცესები, – ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, წლის ბოლოა და უკვე დგება პოლიტიკური აურზაურის დასასრულის დრო.
„წლის ბოლოა და ვფიქრობ, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური აურზაურის, ასევე ჩვენს დედაქალაქში, უკვე მილევადი აურზაურის დასასრული დგება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ წელს და მის შემდგომ დღეებშიც გვექნება კარგი პერსპექტივის განცდა, რომელიც აუცილებლად იქცევა რეალობად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.