დიმიტრი ხუნდაძე - ეპიდვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან ფიზიკური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი წესია
დიმიტრი ხუნდაძე - ეპიდვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან ფიზიკური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი წესია

ეპიდვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან ფიზიკური დისტანცირება ერთ-ერთი აუცილებელი წესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა წესების მეტად დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება შეზღუდვების გამკაცრება.

„რეალობად იქცა ის სირთულე, რაც მოსალოდნელი იყო, რომ შესაძლოა, ნახტომისებური ზრდა დაფიქსირებულიყო. ამიტომ მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს. რაც მთავარია, ის წესები უნდა დავიცვათ, რასაც სპეციალისტები ყოველ დღე გვახსენებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მას ვივიწყებთ. ამ ვითარებაზე ქუჩის აქციები პოზიტიურად ვერ აისახება, რადგან ფიზიკური დისტანცირებაც არის ერთ-ერთი აუცილებელი წესი, რათა გადაცემის ხარისხი იყოს დაბალი. პოლიტიკოსებმაც უფრო მეტად უნდა გაითავისონ, რომ საზოგადოება არ შეიყვანონ ეპიდსაფრთხეებში. საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა და წესების უფრო მაღალ ხარისხში დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება შეზღუდვების გამკაცრება. ამ პროცესს რაც მეტად ჩამოვაცილებთ პოლიტიკას, რეგულაციების დაცვაც და შედეგის მიღწევაც უფრო გაადვილება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დატოვე კომენტარი