დიმიტრი ხუნდაძე - დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, მაგრამ მხარეებს სურვილი უნდა ჰქონდეთ, ის გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს
დიმიტრი ხუნდაძე - დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, მაგრამ მხარეებს სურვილი უნდა ჰქონდეთ, ის გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს

დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, მაგრამ მხარეებს სურვილი უნდა ჰქონდეთ, რომ ის გონივრულ და ლოგიკურ დასასრულამდე მოვიდეს, ანუ, შეთანხმებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეუთანხმებლობას ყოველთვის ჯობია შეთანხმება, თუმცა ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა, რომელსაც მიჰყვება.

„შეთანხმება შეუთანხმებლობას ყოველთვის სჯობს, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს თავისი დესტრუქციული გეგმა და იმ პრინციპით მიჰყვება, რომ ყველგან დაანთოს ცეცხლი, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ. ის ეთამაშება ცეცხლს და ცეცხლთან თამაში სახიფათოა მათთვისაც, ვინც მას აღვივებს. მმართველ გუნდს მოლაპარაკების კარი ღია აქვს. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყნის სტაბილურობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეუთანხმებლობა დასრულდეს შეთანხმებით, მაგრამ ულტიმატუმები უნდა დარჩეს კარს მიღმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება თავშივე განწირულია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.