დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ უკიდურეს კომპრომისზე შევთანხმდით და შევთავაზეთ ოპოზიციას, ახლა სიტყვა არის მათზე
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ უკიდურეს კომპრომისზე შევთანხმდით და შევთავაზეთ ოპოზიციას, ახლა სიტყვა არის მათზე

ყველა მხარე თუ სამიზნედ აიღებს ქვეყნის ინტერესებს და მისი სტაბილური განვითარების საფუძვლებს, სწორად შევარჩევთ საარჩევნო სისტემას და ყველა მხარე იპოვის საკუთარ თავში კომპრომისს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ოპოზიციას შევახსენებდი, რომ დრო იწურება და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, თუკი ყველა მხარე სამიზნედ აიღებს ქვეყნის ინტერესებს და მისი სტაბილური განვითარების საფუძვლებს, მაშინ საარჩევნო სისტემას შევარჩევთ სწორად და ყველა მხარე იპოვის საკუთარ თავში კომპრომისს. რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისს, მინდა, გითხრათ, რომ არ იყო იოლი, უმრავლესობაში საბოლოო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ჩვენ უკიდურეს კომპრომისზე შეთანხება გვაქვს, რაც შევთავაზეთ უკვე ოპოზიციას. ეს არის 100/50-ზე სადაც უდიდესი შემადგენელი ნაწილი პროპორციული, 100 მანდატით არის წარმოდგენილი და ასევე, მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული 50 მანდატით. ასე რომ, ახლა სიტყვა არის ოპოზიციაზე, გაიღოს ქვეყნის სასიკეთოდ ის კომპრომისი, რაც ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.