დიმიტრი ხუნდაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს
დიმიტრი ხუნდაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ჟურნალისტებთან საუბარში ხუნდაძე ბორჯომის საკრებულოსა და მერიაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაიონში კონფლიქტი ამ ეტაპზე ამოწურულია, რადგან საკრებულომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რა მოლოდინიც მუნიციპალიტეტს ჰქონდა.

„სტაბილურობა აუცილებელი პირობაა, რათა მერია ყველა მიმართულებით მუშაობდეს და მოსახლეობისთვის საჭიროებების მიწოდება შეფერხებული არ იყოს. ამ ეტაპზე იმის საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ არჩევნები ჩატარდეს, თუმცა გედევან ფოფხაძე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, რადგან ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გუშინ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსვლის ერთ-ერთი გზა ბორჯომის საკრებულოს ახალი არჩევნებია.