დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. ხუნდაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

როგორც ხუნდაძემ განაცხადა, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი.

„დღევანდელი მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება მოთხოვნებს. მედპერსონალი არის დატრენინგებული, თუმცა კლინიკას დასჭირდება მარაგის გაძლიერება, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ”, -განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე ქუთაისიდან ფოთში, სამედიცინო ცენტრში გაემგზავრა.