დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მიშელის დოკუმენტით გაწერილი პუნქტების შესრულების ვალდებულება არ ექნებათ, ვიდრე ეს კანონად არ იქცევა
დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მიშელის დოკუმენტით გაწერილი პუნქტების შესრულების ვალდებულება არ ექნებათ, ვიდრე ეს კანონად არ იქცევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს წევრებს შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი პუნქტების შესრულების ვალდებულება არ ექნებათ, ვიდრე ეს მოთხოვნები კანონად არ იქცევა.

დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკისგან, ამიტომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა არ უნდა შეფერხდეს.

„ჩვენი კომპეტენცია ამოიწურა. ჩვენ არ გვევალება კომუნიკაცია პარლამენტთან. ეს პოზიციები 19 აპრილის შეთანხმებით არის გაჯერებული. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, მაგრამ სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკისგან, ამიტომ სანამ კანონის ძალა ექნება, ჩვენ არ გვაკისრია მისი დაცვის ვალდებულება. ჩვენ ეს დანიშვნების პროცედურები უნდა გაგვეგრძელებინა და გავაგრძელეთ კიდეც და მივიყვანეთ ბოლომდე.

ნაზი ჯანეზაშვილი უამრავ შემთხვევაში ამბობს უსაფუძვლო მოსაზრებებს. ყველა შეკითხვა, რაც დაისვა, ამოწურული იყო თევზაძესთან დაკავშირებითაც, რადგან მან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა“,  – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას კენჭი უყარეს. კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.

დატოვე კომენტარი