დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვის დასმის ფორმა და შინაარსი ხშირ შემთხვევაში არის პროვოკაციული
დიმიტრი გვრიტიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვის დასმის ფორმა და შინაარსი ხშირ შემთხვევაში არის პროვოკაციული

ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვის დასმის ფორმა და შინაარსი ხშირ შემთხვევაში არის პროვოკაციული და არარელევანტური, – ამის შესახებ საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, დღეს იუსტიციის საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, პაატა შავაძესთან გასაუბრების დროს მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

კამათი, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვლის კითხვამ გამოიწვია. გვირიტიშვილის შეფასებით, ხშირია, როდესაც მათი კოლეგა არარელევანტურ კითხვებს სვამს.

„დღეს გავესაუბრეთ ორ კანდიდატს. პირველ კანდიდატთან, ბატონ შავაძესთან დაკავშირებით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა დააფიქსირეს პროტესტი. თავად კანდიდატმაც დააფიქსირა პროტესტი, ქალბატონი ნაზის მიმართ, რადგან მისი შეკითხვის დასმის ფორმა და შინაარსი ხშირ შემთხვევაში არის პროვოკაციული და არარელევანტური. მეორე კანდიდატს რაც შეეხება, აქ შედარებით კონსტრუქციულად წარიმართა გასაუბრების პროცესი“, – განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა, ხვალ ჩანიშნულ გასაუბრებაზეც გააკეთა განმარტება. მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის, ქეთევან ცინცაძის კონკურსში მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, თუ კანონით არ არის დაფიქსირებული პირდაპირი შეზღუდვა, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ კონკურსში კანონით გათვალისწინებული თანამდებობის დასაკავებლად. ამ შემთხვევაში შეზღუდვა ქეთევან ცინცაძეს არ ჰქონია. ამიტომ, ის მონაწილეობს შერჩევის პროცესში“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი