დიმიტრი გვრიტიშვილი - მურუსიძემ თქვა ასეთი ფაქტი, როდესაც ლაშა ჩხიკვაძეს ოთხმა მოსამართლემ სოლიდარობა გამოუცხადა, ერთ-ერთს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა მუშტები უბრახუნეს, როგორ გაბედა სოლიდარობა
დიმიტრი გვრიტიშვილი - მურუსიძემ თქვა ასეთი ფაქტი, როდესაც ლაშა ჩხიკვაძეს ოთხმა მოსამართლემ სოლიდარობა გამოუცხადა, ერთ-ერთს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა მუშტები უბრახუნეს, როგორ გაბედა სოლიდარობა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ მასზე იყო ზეწოლა, ეს საქმე აშშ-ის საელჩომ ისე ჩაფარცხა, რომ მოქმედი მოსამართლე მატყუარად გამოიყვანა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან მურუსიძემ თქვა ასეთი ფაქტი, რომ ლაშა ჩხიკვაძეს როდესაც ოთხმა მოსამართლემ სოლიდარობა გამოუცხადა, ერთ-ერთს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებმა მუშტები უბრახუნეს, როგორ გაბედა სოლიდარობა.

„ლაშა ჩხიკვაძის საქმე ხომ გახსოვთ. საელჩოს სრული ლუსტრაცია. მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ მასზე იყო ზეწოლა. ეს საქმე ისე ჩაფარცხა საელჩომ, მატყუარად გამოიყვანა მოქმედი მოსამართლე. ამას რომ სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, ეს სერიოზული ხარვეზია. მე საელჩოზე ვსაუბრობ, როგორ შეეცადა, ეს ჩაეფარცხა. ანუ ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, მოქმედი მოსამართლის ეს განმარტება არ არის სანდო და ყოფილი მოსამართლე ალავიძე, ასევე ამერიკაში ემიგრირებული ყოფილი მოსამართლეები, სისტემაზე განაწყენებულები, არიან თურმე სანდო წყარო.

ლევან მურუსიძემ თქვა ასეთი რამ, ლაშა ჩხიკვაძე რომ ჩახსნეს იმ პროგრამიდან და აღარ წაიყვანეს შეერთებულ შტატებში, ოთხმა მოსამართლემ სოლიდარობა გამოუცხადა და თქვეს, რომ არც ისინი წავიდოდნენ. ერთ-ერთი მოსამართლე დაიბარეს საელჩოში და საელჩოს წარმომადგენლებმა მუშტები უბრახუნეს. ეს ფაქტი ლევანმა თქვა. სერიოზული ბულინგი განხორციელდა, როგორ გაბედა, სოლიდარობა გამოეცხადებინა ლაშა ჩხიკვაძისთვის. ეს ერთი მიზეზი, რაზეც კახა წიქარიშვილის აღიარება მოვისმინეთ.

კიდევ ნახეთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მოეწონება მის აღმატებულება ელჩს. ეს ერთი მიმართულება. საბჭოს საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს – ვინ აირჩევიან საბჭოში, მოსამართლეთა კონფერენცია როდის უნდა დავნიშნოთ. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამომხატველი რა არის, დაახლოებით 330 მოსამართლე ვართ, წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და ვირჩევთ ფარული კენჭისყრით. კლანი ვართ და ვჩაგრავთ მოსამართლეებს, ვაიძულებთ – როგორ უნდა ვაიძულო 300 მოსამართლე, ფარულ კენჭისყრაში ხმა მომცეს, თუ რეალურად არ მეთანხმება ჩემს პოზიციაში. საელჩოს თავისი მითითებები აქვს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა ჩავატაროთ კონფერენცია და ვინ აირჩიოს კონფერენციამ საბჭოს წევრებად. ეს მითითება რომ არ სრულდება, უკმაყოფილოა.

ლაშა ჩხიკვაძის საქმე ერთია, სხვა საქმეებიც იყო. კონკრეტული საქმის შედეგებით დაინტერესება – იქამდე, ვიდრე განაჩენი გამოცხადდება და პოსტფაქტუმ განაჩენზე ანგარიშის მოთხოვნა. ამაზეც არის უკმაყოფილების მეორე მიმართულება. ეს ყველაფერი და კიდევ კახა წიქარიშვილის აღიარება, რომ ჩვენ ვართ ცუდები, ჩვენ თუ გაგვყრიან და სხვა, მაგალითად ჩხეიძე ან ეკა გიგაური მოვა და დაჯდება ვთქვათ, ნინო ქადაგიძის ან ნიკა მარსაგიშვილის ადგილას, მაშინ სასამართლო გათავისუფლდება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.