დიმიტრი გვრიტიშვილი მომხრეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს
დიმიტრი გვრიტიშვილი მომხრეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს

როგორც მოსამართლე, როგორც საბჭოს წევრი, ვემხრობი, რომ თუნდაც რიგგარეშე სესია მიუძღვნას პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ხშირად ისმის საბჭოს წევრთა მისამართით კრიტიკა, უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებლად პროცესის ფორსირებასთან დაკავშირებით. გვრიტიშვილის განმარტებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა არ არის, ამიტომ იუსტიციის საბჭოს ინტერესი მხოლოდ ისაა, რომ კანდიდატთა განხილვის პროცესი დროულად დასრულდეს.

„ჩვენ დაგვდეს ბრალად, რომ პროცესის ფორსირებას ვაკეთებთ, თითქოს უნდა მოესწროს სიის წარდგენა პარლამენტში ივლისის ბოლომდე. ეს ბნელ ოთახში კატის ძებნაა. ერთადერთი ინტერესი, რაც ჩვენ, მოსამართლე წევრებს გვაქვს, არის ის, რომ რაც შეიძლება დროულად აღმოიფხვრას კრიზისი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად არის 10 მოსამართლე, 2 მოსამართლეს თვის ბოლოს, მართალია გავუგრძელეთ უფლებამოსილების ვადა, მაგრამ ახალია საქმეები მათზე აღარ ნაწილდება. ანუ ფაქტობრივად საქმეები 8 მოსამართლეზე ნაწილდება და საქმეთა დატვირთვა უზენაეს სასამართლოში არის არანორმალური. ამიტომაც ჩვენი ინტერესი არის ის, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს როგორც საბჭოში, ასევე პარლამენტში, ამიტომ მე, პირადად, როგორც მოსამართლე, როგორც საბჭოს წევრი ვემხრობი, რომ თუნდაც რიგგარეშე სესია მიუძღვნას პარლამენტმა ამ საკითხს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა. მისივე განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით, საკონმდებლო ორგანოში კონსულტაციები არ გამართულა.

 

დატოვე კომენტარი