დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი
დიმიტრი გვრიტიშვილი - ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი

გავაჟღერე ჩემი მოსაზრება როგორც მოსამართლემ, რომ ჩანაწერი კანონმდებლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცენდენტული სამართლის ქვეყანას.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცენდენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას, მართლმსაჯულების განხორციელებისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს. აქედან გამომდინარე დამატებითი რაღაც ვალდებულების დაკისრება ვფიქრობ, მიზანშეუწონელია. რამე საწინააღმდეგო არგუმენტი მე არ მომისმენია, შემდგომ ალბათ კანონპროექტში აისახება ყველა მოსაზრება კომიტეტის მხრიდან“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.