დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა
დიმიტრი გვრიტიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არ ყოფილა, – ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომის სავარაუდო მიზეზად, საბჭოსთან გართულებული ურთიერთობის შესახებ, კითხვაზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს, თავმჯდომარესთან მსგავსი უსაფრთხოების არც ბერკეტი და არც საფუძველი არ ჰქონია.

გვრიტიშვილი მსგავს განცხადებებს საბჭოს დისკრედიტაციის მცდელობაა უკავშირებს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ზეწოლა და უკანონო ზემოქმედება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე არ ყოფილა, ამის ჩვენ არც ბერკეტი გვქონია, არც სურვილი. მერწმუნეთ, ეს მიმართულია სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს. თუ რეალურად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ფიქრობდა,რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, მაშინ ლოგიკური იქნებოდა მაშინვე გადამდგარიყო”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.  ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება სახელდება.