დიმიტრი ცქიტიშვილი - ზაზა ოქუაშვილის მონათხრობის არ მჯერა
დიმიტრი ცქიტიშვილი - ზაზა ოქუაშვილის მონათხრობის არ მჯერა

ზაზა ოქუაშვილის მონათხრობის არ მჯერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე  საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე არის კითხვები, რასაც გამოძიება სწავლობს.

„კითხვები არის და ამას სწავლობს გამოძიება. რატომ გინდათ, რომ პოლიტიკოსებმა გამოძიების ნაცვლად ისაუბრონ. მე მაგალითად, არ მჯერა იმ მონათხრობის, რაც მოვისმინეთ ოქუაშვილისგან, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ასეთი. დანარჩენი რა კითხვებიც არის, გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.