დიმიტრი ცქიტიშვილი - საგამოძიებო კომისიამ ვერ აღმოაჩინა განსხვავებული სცენარი და არ გვაქვს უფლება, გადაწყვეტილებები თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მივიღოთ
დიმიტრი ცქიტიშვილი - საგამოძიებო კომისიამ ვერ აღმოაჩინა განსხვავებული სცენარი და არ გვაქვს უფლება, გადაწყვეტილებები თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მივიღოთ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კომისიამ ვერ აღმოაჩინა განსხვავებული რაღაც სცენარი, ვერ დადგინდა კონსპირაცია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადაწყვეტილებები თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მივიღოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიამ მათი მხრიდან ის დასკვნა დადო, რაც, ცქიტიშვილის თქმით, ობიექტურ სინამდვილეს აღწერს.

ცქიტიშვილის განცხადებით, პარლამენტი მიიღებს იმ დადგენილებას, რომელიც უფრო მეტად ობიექტური იქნება.

„ეს ის სინამდვილეა, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ. ჩვენ მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი არ გაიზიარა საგამოძიებო კომისიიის იმ ნაწილმა, რომელსაც აქვს პოლიტიზირებული დასკვნა, ანუ პოლიტიკური დღის წესრიგით დატვირთული დასკვნა. იმ ვერსიაში, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, ბევრი ფაქტი არის დადგენილი, ჩამოყალიბებული, ხარვეზები თუ გადაცდომები, რომელიც არის დადგენილი.

საბოლოო ჯამში, საპარალამენტო დადგენილება იქნება განხილვა ამ საკითხის და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა შინაარსის იქნება, ძნელია ამ ეტაპზე გითხრათ, „ქოფი-ფეისთით“ არ მოხვდება არაფერი. იქნება განხილვა ამ საკითხის, დებატები შედგება მხარეებს შორის და პარლამენტი მიიღებს იმ დადგენილებას, რომელიც იქნება უფრო მეტად ობიექტური.

პასუხისმგებლობა შეიძლება ეკისრებოდეს კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ თუ გვინდა პასუხისმგებლობა დავაკისროთ კომისიის სხვა ნაწილების აღწერილობაში, უნდა იკვეთებოდეს მათი დანაშაულის ფაქტი. ეს არ იკვეთება და მიზანშედეგობრივი კავშირი თუ არ არის, ეს არ შეიძლება“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობა დადგენილების პროექტს მოამზადებს.

 

დატოვე კომენტარი