დიმიტრი ცქიტიშვილი - საგამოძიებო კომისიამ ორ თვენახევარში გამოავლინა გარემოება, რომელიც გამოძიებამ მერვე თვეს დაადგინა
დიმიტრი ცქიტიშვილი - საგამოძიებო კომისიამ ორ თვენახევარში გამოავლინა გარემოება, რომელიც გამოძიებამ მერვე თვეს დაადგინა

თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორ თვენახევარში გამოავლინა გარემოება, რომელიც გამოძიებამ მერვე თვეს დაადგინა, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა

„მინდა შენიშვნა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ორ თვეში თითქოს, არ შედგა ან ვერ დავადგინეთ ახალი გარემოებები. მე ვიტყვი, რომ ორ თვენახევარში დავადგინეთ და ისეთი გარემოება, რომელიც მერვე თვეს დაადგინა გამოძიებამ. გარდა ამისა, დავადგინეთ, რომ არის რამდენიმე ცრუ ჩვენება, რომელიც თქვენ დაადგინეთ, მაგრამ ჩვენ უფრო ცოტა დრო დაგვჭირდა. ვფიქრობ, თუ პირველად გამოძიებაში შესაძლებელი იყო ამის დადგენა, შეიძლებოდა, ცოტა განსხვავებულად ემუშავათ მონაწილეებს, ან მეტი თანამშრომლობა გამოეჩინათ. ეს შესაძლოა ჩემი შეფასებაა, მაგრამ მგონია, რომ კომისიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.

როგორც სხდომაზე გიორგი გახარაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე, კომისიამ ვერაფერი თქვა, გარდა იმისა, რომ გამოავლინა დამატებითი გარემოება, რომელიც შსს-მ ერთი თვის წინ იცოდა.