დიმიტრი ცქიტიშვილი - ნატო-სთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადება შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი
დიმიტრი ცქიტიშვილი - ნატო-სთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადება შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, ნატო-სთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, ლავროვის განცხადება შიდა დისკურსია, რასაც ავითარებენ, თითქოს, დასავლური სამყარო მათ წინააღმდეგ იბრძვის.

„მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნატო ვინმეს წინააღმდეგ ორიენტირებული არ არის. ეს ორგანიზაცია გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლის წევრობა სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს სურს. ლავროვი იმით მანიპულირებს, რომ რუსეთი წარმოაჩინოს, როგორც ზეწოლის ქვეშ მყოფი, რომელიც მთელ მსოფლიოს ებრძვის და ალტერნატიულ ცივილიზაციას ქმნის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი განცხადება. მათ არასწორი პოზიციონირება ხელს უშლით, რომ დასავლეთთან ადეკვატური და კონსტრუქციული ურთიერთობები ჰქონდეთ. ეს ურთიერთობები წლიდან-წლამდე ზიანდება და ამის მთავარი მსხვერპლი რუსეთის მოქალაქეები არიან, დაზარალებული კი მეზობელი სახელმწიფოები“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს.