დიმიტრი ცქიტიშვილი - „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო ვნახეთ, მათ ადგილზე ჩუმად ვიქნებოდი
დიმიტრი ცქიტიშვილი - „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო ვნახეთ, მათ ადგილზე ჩუმად ვიქნებოდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპულ საქართველოს“ მორალური უფლება არ აქვს, სასამართლო სისტემის რეფორმაზე ისაუბროს.

როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, როგორი იყო მათ მიერ ჩამოყალიბებული სასამართლო საზოგადოებამ ნახა და შედეგებს ახლაც იმკის.

„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური თვალსაზრისით საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მათ ადგილზე, ჩუმად ვიქნებოდი. ძირითადი ბრალეულობა მათია, ვინც „ევროპულ საქართველოში“ არის და ცდილობს, წარსულთან ასოცირებული აღარ იყოს, მაგრამ ნებისმიერი რაციონალური მოსაზრება უნდა გაანალიზდეს. რა იყო მათი სასამართლო ვნახეთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლო გაცილებით უკეთესია, თუმცა არასრულყოფილი და ამ სრულყოფილებისკენ უნდა წავიდეთ, კიდევ უნდა დავხვეწოთ როგორც სასამართლო, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – განაცხადა  ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლო მაღალი რეპუტაციის ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

„ევროპული საქართველო“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა.