დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან ობიექტურია, ვიღაცას შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს, ვიღაცას რბილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ასახული
დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან ობიექტურია, ვიღაცას შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს, ვიღაცას რბილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ასახული

ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან ობიექტურია, ვიღაცას შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს, ვიღაცას რბილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხია ასახული, – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ცქიტიშვილის შეფასებით, როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს აღნიშნული დოკუმენტი, როგორც გზამკვლევი.

„რეზოლუცია ძალიან ობიექტურია, ერთის მხრივ დამსახურებებზეა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იყო ძალიან პოზიტიური ცვლილებები და ეს ხაზგასმულია. ამავდროულად, ყველა კრიტიკულ საკითხზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ტრიალებს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს აწუხებს, საუბარია. ვიღაცას შეიძლება მკაცრი მოეჩვენოს, ვიღაცას უფრო რბილი, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის რეფორმების აუცილებლობა, ადამიანის უფლებათა თუ კორუფციასთნ ბრძოლის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები ასახულია. საკმაოდ კრიტიკული შეფასებებიცაა და რა თქმა უნდა პოზიტიურიც. ეს არის ობიექტური ანგარიში, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს გზამკვლევად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას სამომავლოდ რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია მოხდეს. როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს დოკუმენტი, როგორც გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ევროკავშირთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი