დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია და პოზიცია ანგარიშგასაწევი გზავნილია ყველა სუბიექტისთვის
დიმიტრი ცქიტიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუცია და პოზიცია ანგარიშგასაწევი გზავნილია ყველა სუბიექტისთვის

ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მე დავარქვი რეზოლუციას ევროპარლამენტის კონსოლიდირებული მხარდაჭერა საქართველოს, საქართველოს სამართლიანი ბრძოლის მიმართ და რუსეთის კონსოლიდირებული კრიტიკა.

ეს არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა და ჩვენ ამ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში და დონეზე.

ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი და ძალიან ძლიერი განაცხადი. აღნიშნული რეზოლუცია და ევროპარლამენტის პოზიცია ანგარიშგასაწევი გზავნილია ყველა სუბიექტისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.