დიმიტრი ცქიტიშვილი - დიმიტრი პესკოვის აზრი ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი
დიმიტრი ცქიტიშვილი - დიმიტრი პესკოვის აზრი ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის აზრი ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას გადადგამს რუსეთი, რათა მსოფლიოს დაანახოს, საქართველოს კონსტრუქციული და გაბედული ნაბიჯის საპასუხოდ, მათ შესაძლებლობა და სიმამაცე აქვთ იმის, რომ თამამი ნაბიჯები გადადგან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულია, ახლა არის დრო, როცა ნაბიჯები თავად უნდა გადადგას.

„ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პესკოვის განცხადებები, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მსოფლიო თანამეგობრობას დაანახოს, რუსეთმა შესაძლებელია რაღაც ნაბიჯები გადადგას. ჯერი მათზეა. ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრაზე განცხადებები ვიღაცისთვის ისტერიკაა, ვიღაცისთვის დემოკრატია, სადაც მოვლენებზე განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ჰქონდეთ. პესკოვის აზრი ნაკლებად საინტერესოა, საინტერესოა, კონკრეტული ნაბიჯები, თუ რას გადადგამს რუსეთი იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახოს, საქართველოს კონსტრუქციული და გაბედული ნაბიჯის საპასუხოდ, მათ შესაძლებლობა და სიმამაცე აქვთ იმის, რომ თამამი ნაბიჯები გადადგას. ეს შეიძლება იყოს კომპრომისები, რომ დიალოგის გაგრძელებას აზრი ჰქონდეს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნმა, დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვში იმედოვნებენ, 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციული დიალოგის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს.