დიმიტრი ცქიტიშვილი - აქამდე საქართველოს ნორმალური დემოკრატიული განვითარების პროცესი ჰქონდა, რომელიც არჩევნების შედეგად კიდევ უნდა გამყარდეს
დიმიტრი ცქიტიშვილი - აქამდე საქართველოს ნორმალური დემოკრატიული განვითარების პროცესი ჰქონდა, რომელიც არჩევნების შედეგად კიდევ უნდა გამყარდეს

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, აქამდე საქართველოს საკმაოდ ნორმალური დემოკრატიული განვითარების პროცესი ჰქონდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტარების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ტრადიციული კრიტიკაც არის და გარკვეული შექებებიც.

„ეს არჩევნები გარდამტეხია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ, კონსოლიდირებული დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ, თუ უბრალოდ, სინამდვილეში დემოკრატიის გარკვეულ ნორმებს ვითვალისწინებთ და ხარვეზია. ევროპარლამენტში ტრადიციული კრიტიკა არსებობს, რაც მუდმივად იყო, გარკვეული შექებებიც არის, რაც ქვეყანამ დაიმსახურა, მაგრამ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო. არჩევნებს ბევრი დამკვირვებელი დააკვირდება, კერძოდ იმას, პოლიტიკური პარტიები რამდენად მიიღებენ იმ შედეგებს, რაც არჩევნებზე დადგება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.