დიმიტრი ცინცაძის ფონდის ორგანიზებით, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო საღამო გაიმართა
დიმიტრი ცინცაძის ფონდის ორგანიზებით, ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო საღამო გაიმართა

დიმიტრი ცინცაძის ფონდის ორგანიზებით, თბილისში ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საშობაო-საახალწლო საღამო გაიმართა.

ორგანიზაციის ინიციატივით, ფონდის შვილობილ 100-მდე ბავშვს, რომელთა ნაწილი უკვე გამოჯანმრთელდა, ნაწილი კი ისევ მკურნალობის კურსს გადის, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. შვიდი წლის განმავლობაში დიმიტრი ცინცაძის ფონდი ​ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ 400-მდე ბავშვს დაეხმარა.

ფონდმა პატარების მკურნალობის პროცესი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ დააფინანსა.