დიმიტრი ​პესკოვის განცხადებით, პუტინი პირველი იყო, ვინც ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება შესთავაზა
დიმიტრი ​პესკოვის განცხადებით, პუტინი პირველი იყო, ვინც ზელენსკის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაკავებულია უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაა, – სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„როგორი რეაგირება ჰქონდა პუტინს? პუტინი პირველი იყო, ვინც ეს შესთავაზა“, – ღიმილით უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთის ლიდერს უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიერ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მიმართ.

„თქვენ ხედავთ, რით არის დაკავებული პუტინი, ხედავთ მის დღის წესრიგს, სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხები პუტინის დღის წესრიგში პირველი ადგილიდან შორსაა და ადგილს ვერ დაიკავებს“, – აღნიშნა პუტინის პრესმდივანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა ქვეყნის პრობლემებით არის დაკავებული.

დატოვე კომენტარი