დიმა ჯაიანს დღეს დაკრძალავენ

08:06, 12.12.2017

საქართველოს სახალხო არტისტსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმა ჯაიანს დღეს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

მსახიობს რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად.

დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ისე კინოში.

მსგავსი