„დილას“ მოულოდნელი ფრე
„დილას“ მოულოდნელი ფრე

ეროვნული ლიგის ლიდერებთან წარმატებული თამაშის შემდეგ, გორის „დილამ“ მოულოდნელად ქულები აუტსაიდერთან დაკარგა.

“მიხეილ მესხი 2”-ზე გამართულ შეხვედრაში “დილა” ბოლნისის “სიონს” ესტუმრა და მე-10 წუთზე მიკოლა კოვტალიუკის გოლით დაწინაურდა 0:1. 59-ე წუთზე, პენალტით წონასწორობა ლევან ხმალაძემ აღადგინა 1:1. 7 წუთში პენალტის უფლება უკვე “დილამ” მიიღო, რომელიც ლეანდრო რიბეირომ დააწინაურა 1:2. თუმცა, “სიონის” მცველმა ლუკა ნოზაძემ 77-ე წუთზე გორელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

“დილამ” 24 ქულა დააგროვა და თბილისის “დინამოს” (25 ქულა) გადასწრებისა და მეორე ადგილზე დაწინაურების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა, “სიონმა” კი 9 ქულა დააგროვა და ბოლოადგილოსანსამტერდიას” ერთი ქულით გადაასწრო.