საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნიკა მალი გორის „დილაში“ ითამაშებს. 27 წლის მარჯვენა მცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდმა ახალწვეული წარადგინა.
ნიკა მალი თბილისის „იბერიის“ აღზრდილია და კარიერაც ამ კლუბში დაიწყო. მერე კი თბილისისა და ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. ფლანგის მცველი „დილაში“ გადასვლამდე უზბეკეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.
ნიკა საქართველოს ორგზის ჩემპიონია – 2018 წელს ტიტული – „იბერიის“, ხოლო 2022 წელს „დინამო თბილისის“ მაისურით მოიპოვა. ასევე ორგზის საქართველოს თასის გამარჯვებულია, ერთხელ კი – საქართველოს სუპერთასის.
ნიკა მალი იცავდა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების ღირსებას, ხოლო ეროვნულ გუნდში 4 თამაში ჩაატარა.