„დილამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
„დილამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის გორში გამართულმა შეხვედრამ „დილას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

მატჩში, რომელიც „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გაიმართა, ანგარიში ქუთაისელებმა 45+2-ე წუთზე გახსნეს. გიორგი არაბიძეს შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მცველებს ნიკა სანდოხაძემ დაასწრო და ზუსტად დაარტყა.

გორელებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს. 61-ე წუთზე ტაირელ ვაუტერმა საჯარიმოსთან შეტევა ნიკა გაგნიძეს გაუგრძელა, რომელმაც მოჭრილი დარტყმით „ტორპედოს“ კარი აიღო და როიგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორის „დილას“ ანგარიშზე 13 ტურის შემდეგ 28 ქულაა და მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (20) კვლავ მე-4 პოზიციაზეა.