„დილამ“ ისრაელის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ავიელ ზარგარი დაიმატა – ინფორმაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ავიელ იოსეფ ზარგარი იერუსალიმის „ბეითარის“ ახალგაზრდულ გუნდებში აღიზარდა და უმაღლეს ლიგაში (პრემიერლიგაში) სადებიუტო მატჩი 2020 წელს ჩაატარა. 2023 წლის იანვარში ორწლინახევრიანი კონტრაქტით ჰაიფას „მაკაბის“ შეუერთდა, აგვისტოში კი იჯარით ითამაშა „ფეტაჰ-ტიკვასა“ ჰაიფას „ჰაპოელში“. 2025 წელს მშობლიურ „ბეითარში“ დაბრუნდა. 2026 წლის იანვარში რუმინულ კლუბ „ჰერმანშტადტში“ ჩაირიცხა.
ავიელს ისრაელის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში ორი მატჩი აქვს ჩატარებული – მისი დებიუტი 2021 წლის 4 ივნისს შედგა მონტენეგროს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (ისრაელმა 3:1 გაიმარჯვა) მან შეცვლაზე ითამაშა.
„ზარგარი ადრე ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ახალგაზრდა ტალანტად მიიჩნეოდა და ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებებშიც თამაშობდა. ახლა ის შეეცდება, საქართველოში ახალი ფურცელი გადაშალოს და საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოს“ – წერს ისრაელის პოპულარული გამოცემა sport5.
Transfermarkt გორის „დილას“ ახალწვეულის ტრანსფერს 200 ათას ევროდ აფასებს. თუმცა, 2021 წლის ნოემბრისთვის მის გრაფაში 1,4 მილიონი ევრო ეწერა.