„დილამ“ ისევ მოიგო
„დილამ“ ისევ მოიგო

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-15 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „რუსთავის“ მატჩით დაიწყო, რომელიც უგოლოდ, 0:0 დასრულდა და მეტოქეთა შორის ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდა – კოლხები რუსთაველებს ისევ ჩამორჩებიან.

გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ კვლავ წააგო. გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი ერთ-ერთ ლიდერს, „დილას“ ესტუმრა. 36-ე წუთზე ანგარიში ისიფუ ლემპტიმ გახსნა, 45-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკიმ გორელთა უპირატესობა გაზარდა და ეროვნულ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში 75-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა დააფიქსირა – „დილამ“ 3:0 გაიმარჯვა.

გორელებმა 31 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილზე დაწინაურდნენ და ქულით გადაასწრეს თბილისის „დინამოს“, რომელიც ხვალ „საბურთალოს“ ტურის ცენტრალურ მატჩში დაუპირისპირდება. „სამტრედია“ კი ცხრა ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.