„დილამ“ დანიური გუნდიდან მოჰამედ დიუფი დაიმატა #1TVSPORT
გორის „დილამ“ კიდევ ერთი ლეგიონერი წარადგინა და ისიც უკანახაზელია – 19 წლის მარცხენა მცველი მოჰამედ დიუფი.
„დილას“ ახალწვეული სენეგალელი ფეხბურთელია. ახალგაზრდა მცველმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგაც „მიდტიულანდის“ აკადემიაში გადაბარგდა – „დილაში“ გადმოსვლამდე სწორედ დანიურ კლუბში ასპარეზობდა.
ეს ბოლო დღეებში გორელების მესამე ტრანსფერია. მანამდე „დილამ“ ორი ცენტრალური მცველი წარადგინა – 30 წლის გერმანელი ლამარ იარბროუგი და 20 წლის ნიდერლანდელი მაიკ ნელსონ პოეკეტი.