„დილამ“ ახალი ფეხბურთელი დაიმატა - გორელთა ახალწვეული ხორვატი ზუბაკია #1TVSPORT
„დილამ“ ახალი ფეხბურთელი დაიმატა - გორელთა ახალწვეული ხორვატი ზუბაკია #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე სლოვაკურ „ჟილინასთან“ შეხვედრამდე, გორის „დილა” ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა, – ინფორმაცია კლუბსი პრესსამსხურმა გაავრცელა.

„პეტარ ზუბაკი „დილას“ ფეხბურთელია. 25 წლის ხორვატმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჩვენს კლუბთან წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა“, – წერია „დილას“ გავრცელებულ ცნობაში.

პეტარ ზუბაკმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, მისი პირველი კლუბი ხორვატული „მლადოსტი“ იყო, ასევე უთამაშია ზაგრების „ტრნიეში“, ავსტრიულ „ალერეილიგენსა“ და „კლაგენფურტში“, ხოლო „დილაში“ გადასვლამდე ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის „გრაცერში“ გამოდიოდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 20 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პეტარ ზუბაკის სატრანსფერო ღირებულებად გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ 175 ათას ევროს ასახელებს. ამ კუთხით, ხორვატ ცენტრალურ თავდამსხმელს საუკეთესო მაჩვენებელი 2020 წლის 30 ივლისს ჰქონდა, როდესაც გრაფაში 200 ათასი ევრო ეწერა.

გორის „დილას“ ახალწვეული გუნდის მე-8 ლეგიონერია. პეტარ ზუბაკის მოსვლამდე, კლუბში ირიცხებოდნენ – ალეფ სანტოსი, რომარიკ ეტოუ, ვანდერსონ სილვა, ამოს ნონდი, დიდიე კოუგბენია, ფრანცისკო მადინგა და უსმანე კამარა.