„დილა“ რუსულ გუნდთან დამარცხდა 
„დილა“ რუსულ გუნდთან დამარცხდა 

გორის “დილა” ბოლო შეხვედრაში რუსულ “ორენბუგთან” დამარცხდა.

გორის “დილამ” თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში გამოემგზავრა. საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდმა თურქულ შეკრებაზე 4 საკონტროლო შეხვედრა გამართა, საიდანაც 2 მოიგო და 2 წააგო.

„დილა“ ბოლო საკონტროლო მატჩში გამომგზავრების დღეს რუსეთის პირველი ლიგის „ორენბურგს“ დაუპირისპირდა. რუსები პირველივე ტაიმში 0:4 დაწინაურდნენ – მამტოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც პოპოვიჩის ანგარიშზეა. მეორე გოლი რუსებმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანეს.

გორელებმა მეორე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ერთიც ვერ გაიტანეს და და საბოლოოდ, შეხვედრა რუსების გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

„დილას“ ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და შემდეგ სეზონისთვის მზადებას გორში განაახლებენ.