Digi Sport-ი - კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ქართველს იოლად არ დათმობს #1TVSPORT
Digi Sport-ი - კრაიოვის „უნივერსიტატეა“ ქართველს იოლად არ დათმობს #1TVSPORT

ლიეჟის „სტანდარდის“ რუმინელმა მწვრთნელმა, მირჩა რედნიჩმა გუნდში ნამდვილი საკადრო რევოლუცია დაიწყო და ერთ-ერთი მოთამაშე, ვისი დამატებაც სურს, ქართველი ანზორ მექვაბიშვილია – ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi Sport-ი ავრცელებს.

„მირჩა რედნიკმა უკვე დაიწყო ბელგიურ გუნდში ტრანსფერების განხორციელება. მას ახალ გუნდში კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილის მოყვანაც სურს.

მექვაბიშვილის მიმართ ბელგიური გუნდის მწვრთნელის ინტერესის შესახებ კომენტარი კრაიოველების საპატიო პრეზიდენტმა, სორინ ცირტუმ გააკეთა.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, „სტანდარდიდან“ რა შეთავაზება იქნება. ქართველის სანაცვლოდ ცოტა ფული გვაქვს გადახდილი და ასე ადვილად ვერ დავთმობთ.

გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ  უნდა მიიღოს“, – თქვა ცირტუმ Fotbal Club-თან ინტერვიუში.

გასულ სეზონში ანზორი კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 34 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ანზორის ფასი 1.5 მილიონი ევროა. 2024 წლის იანვარში კრაიოვას უნივერსიტეამ თბილისის დინამოს მექვაბიშვილის ტრანსფერისთვის 750 000 ევრო გადაუხადა“, – წერს რუმინული გამოცემა.